კონკურსი „ჩემი თვალით" არის ფოტო და ვიდეო კონკურსი მოქალაქე ჟურნალისტებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც უკვე შეუსრულდა 15 წელი.

კონკურსი ტარდება შემდეგ კატეგორიებში:  
ვიდეო - დამონტაჟებული ან დაუმონტაჟებელი მაქსიმუმ ხუთწუთიანი მასალა;  
ფოტო - 5-10 ფოტოსგან შემდგარი ფოტოამბავი, რომელსაც თან კომენტარები უნდა ქონდეს დართული. 


კონკურსის თემაა: "ჩემი თვალით'" -  კონკურსანტებმა თავად უნდა იპოვონ ამბავი, რომლის შესახებაც მოამზადებენ მასალას.

გამარჯვებულის გამოვლენა: ორ გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, მესამეს - Facebook-ის მომხმარებლები Like-ების საშუალებით

კონკურსის ჯილდო: სამივე გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს ციფრულ ფოტოაპარატს.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცამა სერტიფიკატი.



პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის თვალსაზრისს.


დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *