არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია პორტალმა" პროექტ - „ფარული და პოლიტიკური რეკლამის მონიტორინგი 2013 წლის (საპრეზიდენტო) წინასაარჩევნო პერიოდში" განხორციელება დაიწყო.
 
მედიამონიტორინგის პერიოდი 2013 წლის პირველი სექტემბრიდან 2013 წლის პირველ დეკემბრამდე დროის შუალედს მოიცავს. 
 
გამოისახევარდონავტი ფუტკარი ჩამორაკრაკდა

პროექტის ფარგლებში „მედიაპორტალი" ხუთი სატელევიზიო არხის (საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი", „რუსთავი 2", „მაესტრო 24" და „კავკასია") პრაიმ-თაიმში (19:00სთ-24:00 სთ) გასული პოლიტიკური და ფარული რეკლამების რაოდენობრივ და თვისებრივ მედიამონიტორინგს განახორციელებს. 
 
მონიტორინგის შედეგებისა და ძირითადი ტენდენციების შესახებ პერიოდულად მომზადდება სტატიები და ბლოგები, რომლებიც „მედია პორტალის" ვებ-გვერდზე განთავსდება. სტატიებსა და ბლოგებს უშუალოდ მონიტორები დაწერენ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდება ერთი შუალედური და ერთი შემაჯამებელი ანგარიში, რომელშიც მთლიანი მედიამონიტორინგის განმავლობაში აღმოჩენილი ძირითადი ტენდენციები მოიყრის თავს.
 
მედიამონიტორები საბოლოო, შემაჯამებელ ანგარიშთან ერთად რეკომენდაციებსაც შეიმუშავებენ. მედიამონიტორინგის შედეგები და მონიტორების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მედიასაშუალებებს, მათ მფლობელებსა და ჟურნალისტებს დაეგზავნებათ. 
 
პროექტის მიზანია მედიის, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს გაძლიერება და წინასაარჩევნო პროცესების გამჭვირვალობისთვის ხელისშეწყობა. 
 
პროექტი - „ფარული და პოლიტიკური რეკლამის მონიტორინგი 2013 წლის (საპრეზიდენტო) წინასაარჩევნო პერიოდში" ფონდ „ღია-საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
 

დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *