რამდენიმე რჩევა მოქალაქე ჟურნალისტებს (ფოტო)

 

 

1.      აირჩიე საინტერესო ამბავი, რომელზეც გინდა, ფოტორეპორტაჟი მოამზადო;

 

2.      შეისწავლე თემა, გაიგე მისი სხვადასხვა ასპექტი, არ დაგავიწყდეს რომ უნდა მუდმივად გაითვალისწინო კონტექსტი, ანუ ის მოცემულობა, რომელშიც ეს ამბავი ხდება;

 

3.     დაფიქრდი, როგორ შეიძლება ამ ამბის მოყოლა ფოტოებით. იფიქრე თხრობის სტილზე და ფოტოების თანმიმდევრობაზე;

 

4.      ესაუბრე ადამიანებს ვისაც იღებ. გაიცანი შენი ობიექტი და პორტრეტი გაცილებით უფრო საინტერესო გამოვა.

 

5.     არ მოახდინო გავლენა ფოტოკამერით მათზე, ვისაც იღებ. მიეცი საშუალება ისე მოიქცნენ, თითქოს შენ იქ არ ხარ. ასე ფოტოები უფრო ბუნებრივი იქნება

 

6.     ზოგჯერ დეტალი უფრო საინტერესოა ვიდრე მთლიანი ობიექტი. გაამახვილე ყურადღება იმაზე, რაც უკეთ ამბობს სათქმელს: მხოლოდ სახე შესაძლებელია უფრო მრავლის მთქმელი იყოს ვიდრე სრულად იმის ჩვენება თუ როგორ გამოიყურება ადამიანი;

 

7.     რა  გადავიღოთ და რა - არა. „რა უნდა იყოს გამოსახული ფოტოზე? რა არის ამბის მოყოლაში მთავარი?“ დასვი ეს კითხვები და გაითვალისწინე, რა უნდა დარჩეს კადრს მიღმა. რა არ არის აუცილებელი რომ  მოხვდეს ფოტოზე?

 

8.      იყავი მართალი - არ გამოიყენო ფოტოები იმისთვის, რომ რეალობა შეცვალოან შეალამაზო.

 

9.      კომპოზიცია - ანუ საგნების და ადამიანების განლაგება ფოტოზე - არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამბის გადმოცემისას. სცადე სხვადასხვა კუთხით გადაღება - ჯერ დაფიქრდი, როგორ შეიძლაბა გადაიღო მარტივად, ჩვეულებრივად... შემდეგ იფიქრე იმაზე როგორ შეცვალო რაკურსი;

 

10.   მიუახლოვდი - ბევრი ფოტოგრაფი შეცდომას უშვებს, როცა გადასაღებ სუბიექტს არ უახლოვდება და ამის მაგივრად .. „ზუმსიყენებს. უფრო მკაფიო გამოსახულებისთვის საგანი ახლოდან გადაიღე. აკონტროლე სურათის ჩარჩოც, დარწმუნდი, რომ სუბიექტი ზუსტად ისე ჩანს ობიექტივში, როგორც ჩაიფიქრე.

 

11.  პერსპექტივა - ის შენზეა დამოკიდებული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც უნდა გაითვალისწინო, სანამ ფოტოებს გადაიღებ. მოამზადე ყველაფერი, დაგეგმე გადაღება, გაიცანი გარემო. ჩამოაყალიბე შესაძლო ვარიანტები, აირჩიე საუკეთესო და შეარჩიე კონკრეტული ადგილი და კუთხე გადაღებისთვის. დაათვალიერე გარემო სხვადასხვა კუთხიდან. გაატარე რაც შეიძლება მეტი დრო კონკრეტულ ადგილას თუ ეს შესაძლებელია - ყურადღება მიაქციე დეტალებს!

 

12.   გამოიყენე ბუნებრივი განათება. კომპოზიცია ისე გადაიღე, როგორც ხედავ. ეცადე, ნაკლებად გამოიყენო ეფექტები. იმიტომ რომ ისინი არაბუნებრივად გამოიყურება ფოტოზე. ირიბი განათება, რომელიც ფანჯრიდან შემოდის, სავსებით საკმარისია.

 

13.   კარგი განათება კარგი ფოტოების გადაღებაში გეხმარება. თბილი განათების ქვეშ მოდელი უფრო სასიამოვნოდ გამოიყურება. შეეცადე ისე გადაიღო, რომ მზის სინათლემ ფაქტურა და დეტალები გამოკვეთოს

 

14.  გადაღებისას გააკეთე ჩანაწერები, რაც შესაძლოა შემდეგში გამოგადგეს. ფოტოს ქვეშ მინაწერი 100%-ით ზუსტი უნდა იყოს. რამდენჯერმე გადაიკითხე, გადაამოწმე და დააზუსტე.

 

15.   იყავი ბუნებრივი, ყოველთვის ეცადე გულწრფელად მოჰყვე ნამდვილ ამბავს. სანამ შენს გადაღებულ ფოტოს გამოგვიგზავნი, დარწმუნდი, რომ მისი გამოქვეყნებით არავის დააზიანებ.

 

რამდენიმე
რჩევა მოქალაქე ჟურნალისტებს (ვიდეო)


რითი
გადავიღოთ?

·       ტელეფონით

·       ვიდეოკამერით

·       ფლიპ-კამერით

 

გადაიღე ნებისმიერი კამერით, მთავარია ხარისხიანი ხმა და გამოსახულება გამოგვიგზავნო.

 

შეარჩიე ამბავი და დაუსვი შენს თავს ოთხი შეკთხვა:

1) რა არის ამბის მთავარი თემა? (ზოგადად)

2) რა არის თემის ძირითადი ღერძი? (კონკრეტულად)

3) შეესაბამება თუ არა ეს ამბავი სინამდვილეს?

4) შესაძლებელია თუ არა ამბის ვიზუალურად გადმოცემა?

 

 

მთავარი კითხვები:  ფოტოამბავი უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს: ვინ? რა?  სად?  როდის? რატომ? და როგორ

კარგად უნდა გაიაზრო რატომ უნდა დაინტერესდეს მაყურებელი შენი მასალით, რა არის მასში მნიშვნელოვანი, განსხვავებული და საინტერესო.  

ილაპარაკე გასაგებად:

ამბავი ისე უნდა მოყვე, რომ გასაგები იყოს. ისაუბრე, ისე, როგორც შენს საუკეთესო მეგობარს დაელაპარაკები. ძალიან ცუდია როცა ხარ ხელოვნური, თუმცა ბუნებრივი მეტყველება იმას არ ნიშნავს, რომ გრამატიკული შეცდომების დაშვება გამართლებულია

 

შეინარჩუნე ტემპი:

მეტი დინამიურობისთვის ერთმანეთის მონაცვლეობით გამოიყენე საკუთარი ტექსტი, ინტერვიუები, ბუნებრივი ხმები და სხვა. ყველა ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ კარგ ამბავს აქვს შესავალი, განვითარება და დასკნა. გაითვალისწინე, რომ გჭირდება კარგი გამხსნელი: პირველი კადრი,რომელიც თვალს მოჭრის და დააინტერესებს მაყურებელს.

 

 

ემოცია:

დაფიქრდი, როგორ შეიძლება, კადრით, ხმით და თხრობით ამბის ემოციურ მხარეზე გაამახვილო მაყურებლის ყურადღება.

 

მომზადება:

ვიდეო-სიუჟეტი რომ გადაიღო, პირველ რიგში ის კარგად უნდა დაგეგმო. თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს აუცილებლად გამოყავი დრო. დაგეგმვა შედგება: ) კვლევისგან - შინაარსის მომზადება  ) ვიზუალიზაციისგან - ვიზუალის მომზადება  გაიზარე რას ამბობ (გადამოწმებული და დადასტურებული ინფორმაცია) და როგორი ვიზუალით გადმოსცემ ამ სათქმელს (კადრი).

 

წინასწარ დაგეგმე:

რა არის ყველაზე საკვანძო დეტალი? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? როგორ ებმება ერთი მეორეს? სანამ გადაღებას დაიწყებ, ყველაფერი დეტალურად გაწერე. შედეგით უფრო კმაყოფილი დარჩები, თუკი წინასწარ მოფიქრებული გეგმით იმოქმედებ.

 

სია:

სანამ გადაღებას დაიწყებ, ჩამოწერე: ) რა კადრები უნდა გადაიღო რომ მასალა გააფორმო   ) რა კითხვებიუნდა დასვა, რომ რესპონდენტებისგან მაქსიმალურად მიიღო ინფორმაცია 

 

 

ინტერვიუ:

ეცადე, რესპონდენტების ჩაწერისას მაგიდასთან არ დასვა - და მით უმეტეს თუ ეს მაგიდა კედლის მოპირდაპირე მხარეს დგას. გადაღებისას მიაქციე ყურადღება პერსპექტივას. გახადე ინტერვიუ უფრო დინამიური: ამისთვის ჩაწერე ადამიანები რაღაცის კეთების პროცესში - მაგალითად, მანქანის მართვისას, ბაღში ბარვისას, საჭმლის მომზადებისას ან თუნდაც, პერანგის დაუთოებისას.

დაამონტაჟე მოკლე ნაწილებად - ეცადე, რომ თითო ჯერზე მასალაში ჩასმული ინტერვიუ იყოს არა უმეტეს 30 წამისა, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ ადამიანი რაიმე მართლა საინტერესოს და ემოციურს ამბობს.

 

 

ავტორის კომენტარი:

შეამოკლე საკუთარი ტექსტი - 20 წამზე მეტი თუ არ იქნება თითო მონაკვეთი, უფრო ადვილი აღსაქმელი იქნება მთლიანი სიუჟეტი. გამოიყენე მხოლოდ მოკლე სიტყვები და მოკლე წინადადებები. დაიმახსოვრე, რომ შენ შენს მაყურებლებს ინფორმაციითკვებავ“. შენს თავს უთხარი, რომ მაყურებელს უკან დაბრუნება და კიდევ ერთხელ გადაკითხვა არ შეუძლია. ამიტომ ისეთი დოზით არ მიაწოდო ინფორმაცია, რომ შენს ტემპს ვერ აყვეს. თან გაითვალისწინე, რომ კომენტარის მიზანია კადრის შევსება - არ აღწერო ის, რასაც მაყურებელი ისედაც ხედავს, უბრალოდ, დაამატე ის, რაც კადრში არ ჩანს.

 

ინკოგნიტო:

ვინაობის მითითების გარეშე ადამიანების ჩაწერის რამდენიმე გზა არსებობს: ყველაზე ადვილია დასვა ის სინათლის საწინააღმდეგო მხარეს, ასევე შესაძლებელია კედელზე ანარეკლის გადაღება

 

გადაამოწმე:

ინტერვიუს დასრულებისას, სანამ რესპონდენტი წავა, აუცილებლად შეამოწმე ჩაიწერა თუ არა გამოსახულება და ხმა!

 

და ბოლოს:

დაიმახსოვრე, რომ ვიდეო მონტაჟი არის ენა. მას თავისი საკუთარი გრამატიკა და ლექსიკონი გააჩნია, ის რომ კარგად ისწავლო, აუცილებელია, ბევრი პრაქტიკა. ბევრი მუშაობის შემდეგ შეძლებ იმეტყველო კადრებით, ისევე როგორც - სიტყვებით.

 

 

დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *