თომა სუხაშვილი - 22 წლის სტუდენტი ახალგორიდან

ავტორი: ჩემ შესახებ
რა რთულია! პირველივე რამაც გამიელვა თავში არის სიტყვები - “რა რთულია”. 
კითხვა პირველი - რატომ ვწერ? პასუხი: - პასუხი ჯერ არ მაქვს. მაგრამ აქამდე რატომ არ ვწერდი ეგ კი ვიცი. რთულია გადმოსცე და ღიად დააფიქსირო შენი შეხედულებები, აზრები და დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხებზე. თან ისე, რომ ეს შინაგანი მონოლოგები აქციო სიტყვებად, შემდეგ უკვე მკითხველთან დიალოგებად.

ბლოგი #5 - ქალები, რომლებმაც შეცვალეს გარემო

ავტორი: თომა სუხაშვილი
საღამოა. უსიერი ტყის მდუმარებას მხოლოდ ჩიტების და ხმელი ხეების მტვრევის ხმა არღვევს, შიგადაშიგ ცულის დარტყმის ხმაც ისმის ხოლმე. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო ეს აღწერა, პირდაპირ საქმეზე გადავალ: შუაგულ ტყეში, რომელიც სოფლიდან 2 საათის სავალზეა, ახლა სამი ქალი მუშაობს.

ბლოგი #4 - ქართული ენა - თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაში

ავტორი: თომა სუხაშვილი
იმის მიუხედავად რომ ქართულ სკოლაში ვსწავლობდი,  მაინც რუსულ სკოლელებად მიგვიჩნევდნენ. ჩვენი სკოლა  ადრე რუსული იყო, შემდეგ გადააკეთეს, მაგრამ ხომ გესმით, როგორც ხდება ხოლმე.... სკოლას „რუსულის“ სახელი მაინც შერჩა. 

ბლოგი #3 - თუ მოგზაურობა გსურს, ბევრ დროს ნუ დახარჯავ ჩემოდნის ჩალაგებაზე, უბრალოდ ადექი და წადი!

ავტორი: თომა სუხაშვილი
ნებისმიერს რომ ჰკითხო,  უყვარს თუ არა მოგზაურობა, ძალიან ცოტა თუ გეტყვის არაო. და თუ ჰკითხავ სად იმოგზაურებდა, გიპასუხებს: ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი... ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. მე კი ყველაფერს ჩემი ანტარქტიდა მირჩევნია.

ბლოგი #2 - განათლება - “დასხედით, ლექცია დაიწყო!”

ავტორი: თომა სუხაშვილი
ვინაიდან ზუსტად ორი თვის წინ დავამთავრე „ცოდნის ტაძარი“ შევეცდები, ამ პოსტში მეტნაკლებად აღვწერო ის პრობლემები,  რომლებიც უმაღლეს განათლების სისტემაში მოგვეპოვება.
თომა სუხიშვილი - ბლოგერი ახალგორიდან. 22 წლის, სტუდენტი.

თენგიზ აგირბა - ბლოგერი სოხუმიდან. 28 წლის, ბიზნესმენი

ბლოგერი ცხინვალიდან - ანონიმი ბლოგერი ცხინვალიდან, 45 წლის