ანონიმური ბლოგერი ცხინვალიდან, ორი შვილის დედა

ავტორი: ჩემ შესახებ
მე სამხრეთ ოსეთიდან ვარ. დავიბადე და მუდმივად ვცხოვრობ ცხინვალში, თუმცა 5 წელი რუსეთშიც მომიწია ცხოვრება, ვსწავლობდი... 20 წელი რომ შემისრულდა, ომი დაიწყო და 40 წლის რომ გავხვდი, დამთავრდა.

ბლოგი #5 - გენდერული თანასწორობის პრობლემები სამხრეთ ოსეთში

ავტორი: ბლოგერი ცხინვალიდან
დღეს მინდა ვისაუბრო ქალებზე, მათ უფლებებზე - ბოლოს და ბოლოს მარტი ხომ ქალების თვეა. ჩვენთან, 8 მარტს დაწყებული პატარა გოგონებიდან დამთვრებული მოხუცი ქალებისთვის მამაკაცები ყიდულობენ ყვავილებს და ამით სიყვარულის და ყურადღების გამოხატვა სურთ. ცხინვალში ამ დღეს ყველგან ყვავილები იყიდება. აი, ასე იწყება ჩვენთან გაზაფხული.

ბლოგი#4: ახალი წელი ცხინვალში

ავტორი: ბლოგერი ცხინვალიდან
ჩვენთან ახალ წელს ორჯერ  აღნიშნავენ. ერთხელ 31-ში ღამე, ხოლო მეორეჯერ - 13 იანვარს. უფროსი თაობა ძველით ახალ წელს უფრო სერიოზულად ეკიდება. ახალი წელი ჩვენთან ოჯახური დღესასწაულია, ამიტომ ყველა შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ სახლში შეხვდეს. შემდეგ კი იკრიბებიან მოედანზე, სადაც კონცერტი იმართება. იქვე გამოდის პრეზიდენტი და ყველას პირადად ულოცავს ახალ წელს. ამის შემდეგ იწყება ფეიერვერკი, რომელიც დაახლოებით, დილისკენ მთავრდება ხოლმე.

ბლოგი #3 - ცხოვრება ჩაკეტილ საზღვრებში

ავტორი: ბლოგერი ცხინვალიდან

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ფიქრშიც კი არ შემეძლო გამევლო, როგორ უნდა წავსულიყავი სხვა ქვეყანაში. დიდი-დიდი ვლადიკავკაზში თუ შეგვეძლო გადასვლა, ისიც თუ ძალიან გვჭირდებოდა და არა - დასასვენებლად. როცა  გადარჩენაზე ფიქრობ, შენთვის მოგზაურობა ლამაზი ზღაპარი უფროა, ვიდრე -რეალობა.

ბლოგი #2 - „თავისუფალი აზროვნება, კამათი, დისკუსია - აი, რა გვაკლია ლექციაზე, ყველაზე მეტად“

ავტორი: ბლოგერი ცხინვალიდან
2012 წელს  სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე  ჩავაბარე. ამ დროს უკვე 44 წლის ვიყავი. კურსზე არა მარტო ჩემს კურსელებზე, არამედ ზოგიერთ ლექტორზე უფროსიც კი ვარ.
თომა სუხიშვილი - ბლოგერი ახალგორიდან. 22 წლის, სტუდენტი.

თენგიზ აგირბა - ბლოგერი სოხუმიდან. 28 წლის, ბიზნესმენი

ბლოგერი ცხინვალიდან - ანონიმი ბლოგერი ცხინვალიდან, 45 წლის