ანონიმური ბლოგერი ცხინვალიდან, ორი შვილის დედა

ავტორი: ჩემ შესახებ
მე სამხრეთ ოსეთიდან ვარ. დავიბადე და მუდმივად ვცხოვრობ ცხინვალში, თუმცა 5 წელი რუსეთშიც მომიწია ცხოვრება, ვსწავლობდი... 20 წელი რომ შემისრულდა, ომი დაიწყო და 40 წლის რომ გავხვდი, დამთავრდა. ბუნებით კონტაქტური ვარ, მაინტერესებს ადამიანთა ურთიერთობის ფსიქოლოგია ამა თუ იმ სიტუაციაში.

ბოლო დრომდე ვფიქრობდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბლოგებს წერენ, უბრალოდ ინტერნეტით მეგობრებს ეძებენ, რადგანაც ურთიერთობის დეფიციტი აქვთ. მე კი ამაყად ვაცხადებ, რომ ეს პრობლემა არ გამაჩნია და ამით არ ვერთობი. მაგრამ ერთხელ მეგობარმა მთხოვა, რომ მონაწილეობა მიმეღო პროექტში, სადაც იყო საჭირო ქვეყნიდან გამგზავრება ტრეინინგებისა და მსგავს აქტივობებში ჩართვა.
 
დავთანხმდი, რადგან ახალი ქვეყნის ნახვის, ადამიანების გაცნობის და ახლის შემეცნების სურვილი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ტრენინგზე, რომელიც თურქეთში ტარდებოდა, ქართველებსაც შევხვდით. წარმოიდგინეთ ჩემი იმჟამინდელი მდგომარეობა - იმ პერიოდისთვის ჩვენ საქართველოსთან ომის მდგომარეობაში 15 წელი ვიმყოფებოდით, მე კი ერთხელაც არ ვყოფილვარ ჩემი ქალაქის საზღვრებს გარეთ. 
 
რა თქმა უნდა, გარკვეული ნეგატიური წარმოდგენა უკვე ჩამოყალიბებული მქონდა, თუმცა თავს ნაციონალისტურ შეხედულებებს ვერ ვამჩნევდი. აი, მაშინ მოხდა გარდატეხა ჩემს შეგნებაში, მითუმეტეს, რომ ტრეინინგის თემატიკა აქეთკენ გვიბიძგებდა, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით კიდევ დავწერ. 
 
როცა თავს ვეკითხები, რატომ დავთანხნდი ბლოგების წერას, მაშინვე ის მოგზაურობა მახსენდება. მე მადლობელი ვარ ჩემი მეგობრის და ყველასი, ვინც მონაწილეობდა და ორგანიზება გაუკეთა ამ შეხვედრას. 
 
დღეს პირველად ვწერ ბლოგს და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი ბლოგერობისგან შორს ვარ, ვფიქრობ, რომ გავუმკლავდები. მიმაჩნია, რომ ეს საქმიანობა ძალიან საინტერესოა, რადგან საშუალებას მომცემს,  ურთიერთობა მქონდეს სხვადასხვა ქვეყნების ადამიანებთან, ინტერესებთან, შეხედულებებთან, ასევე მომცემს საშუალებას, რომ გავიაზრო ესა თუ ის ცხოვრებისეული სიტუაცია და ვიმსჯელო ბევრ პრობლემატურ თემაზე.

ბლოგერის სურვილით, პოსტი ქვეყნდება ანონიმურად.
თომა სუხიშვილი - ბლოგერი ახალგორიდან. 22 წლის, სტუდენტი.

თენგიზ აგირბა - ბლოგერი სოხუმიდან. 28 წლის, ბიზნესმენი

ბლოგერი ცხინვალიდან - ანონიმი ბლოგერი ცხინვალიდან, 45 წლის