ბლოგპოსტი კონფლიქტური რეგიონებიდან

„მედია პორტალი“ იწყებს ბლოგერების შერჩევას კონფლიქტური რეგიონებიდან

"მედია პორტალი" ახალი პროექტისთვის "ბლოგპოსტი კონფლიქტური რეგიონებიდან" იწყებს ბლოგერის შერჩევას. კანდიდატი აუცილებელია, რომ იყოს 17-30 წლამდე იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს. მსურველებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და 500-600 სიტყვიანი პოსტი თქვენ შესახებ 25 ივლისის 18:00 სთ-მდე. საკონტაქტო ინფორმაცია: [email protected] ან [email protected] 


 პროექტის შესახებ:
 

პროექტ "ბლოგპოსტის" მიზანია, დღიურების წერა შესთავაზოს სამ ადამიანს - მათგან ერთი კონფლიქტური რეგიონიდან დევნილია, დანარჩენი ორი კი კონფლიქტის ზონაში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს. ბლოგები გამოქვეყნდება ქართულ და რუსულ ენებზე, მათ მკითხველებს საშუალება ექნებათ პარალელურ რეჟიმში ადევნონ თვალი, თუ რა ხდება თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.
პროექტს აფინანსებს ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარებისა და ხელშეწყობის საქველმოქმედო ფონდი "სიცოცხლე მშვენიერია". 

 

დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *