ბლოგი #4 - სოჭი პლასტმასის ქალაქი

ავტორი: თენგიზ აგირბა

პირადი სარგებლისა და გეოპოლიტიკის გარდა, ღირსება და თავმოყვარეობაც არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით  აგრესიული ადამიანი არ ვარ, სპორტიც მიყვარს და სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული მშვიდობიანი ღონისძიებებიც, მაინც წინააღმდეგი ვარ სოჭის ოლიმპიადის.

პირველ რიგში იმიტომ, რომ მოსამზადებელ ეტაპზე სოჭის ფანტასტიკური ბუნება გაანადგურეს: ბეტონის მნიშვნელოვანი მასა ჩაიღვარა კრისტალურად სუფთა მდინარეებში; ბუნებრივი თუ ისტორიული ძეგლები დაზიანდა, რომელთაც დიდი კულტურული ღირებულება ჰქონდათ. ასევე განადგურებულია ისტორიული სასაფლაოები.

მაგრამ, რაც მთავარია, ოლიმპიადა მიმდინარეობს იმ მიწაზე, სადაც თითქმის სრულად ამოწყვიტეს აფხაზები და ოლიმპიადის მსვლელობისას, არც ერთი სიტყვა არ თქმულა ამ ხალხზე. სოჭის ახალაშენებულ პლასტმასის შენობებს შორის, სადღაც მოხდა ბრძოლა, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბევრი აფხაზი დაღუპულა და ამიტომაც, ჩვენთვის, აფხაზებისთვის, ეს ადგილი შეუფასებელია. ვფიქრობ, ყველა ღირსეულმა ერმა უნდა მოითხოვოს ამაზე პასუხი.

ვანკუვერის ოლიმპიადაზე ინდიელებიც კი იყვნენ წარმოდგენილნი. იმ ადამიანმა, რომელმაც მოხსენება მოამზადა არგონავტების მითის შესახებ, უბრალოდ, ან არ იცის ისტორია, ან შეგნებულად ამახინჯებს მას. ერთიცა და მეორეც სამარცხვინოა. ამ მოხსენების მიხედვით გამოდის, რომ არგონავტები დაუსახლებელი კოლხეთის მიწაზე გადმოსხდნენ და მათ უცებ რუსი ადგილობრივები მიეგებნენ. ისტორიის ასეთი გაგება სამარცხვინოა. სამარცხვინოა ისიც, ვინც მონურად ეგუება იმ ფაქტს, რომ ადგილობრივები გაყარეს საკუთარი სამშობლოდან, დახვდნენ არგონავტებს, რომ თურმე აიეტი რუსი იყო და არა აფხაზი და კოლხეთი, დღევანდელი აფხაზეთი - დაუსახლებელი.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამას სახელმწიფო მასშტაბები აქვს. ველურები ველურებად დარჩნენ რუსეთის იმპერიის სათავეშიც. და მაინც, ეს ყველაფერი ვერ აუფასურებს ჩემს სიყვარულს სპორტის მიმართ. მე იმ აფხაზების წინააღმდეგიც ვარ, ვინც მონურად აზროვნებს. იმათი, ვინც ისტორიული ფაქტები დაამახინჯა და იმ მიწაზე აპირებს ოლიმპიადის ჩატარებას, სადაც აფხაზური სისხლია დაღვრილი.

საქმე ისაა, რომ დღეს რუსეთის იმპერია გვაჩვენებს, რომ ისინი ამ მიწის ნამდვილი მემკვიდრეები არიან, ისინი, რომლებმაც ამ მიწაზე ფეხი სულ რაღაც მე-19 საუკუნეში დადგეს. დღეს ჩვენ მოკავშირეები გვქვია.

ჩვენს „მოკავშირეებს“ არაფერი უთქვამთ იმ ხალხზე, ვინც ამ მიწაზე საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა. რა გასაკვირია, რომ არც სხვა კავკასიურ ერები უხსენებიათ. საინტერესოა, ოლიმპიადა რომ სახას რესპუბლიკაში რომ ჩატარებულიყო, იტყოდნენ თუ არა, რომ აქაც რუსები ცხოვრობენ და არა - იაკუტები. 

დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *