კონკურსი „ჩემი თვალით"


  1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 15  წლიდან ზევით;
  2. საკონკურსოდ წარმოდგენილი ვიდეო  შეიძლება, იყოს დამონტაჟებული, ან დაუმონტაჟებელი ვიდეოსიუჟეტი. მისი ხანგრძლივობა 5 წუთს არ  უნდა აღემატებოდეს;  ვიდეოს ფორმატი უნდა იყოს მინიმუმ 640X480, მაქსიმუმ 1280X720 dpi. მაქსიმუს 1 გგ ;
  3. საკონკურსოდ წარმოდგენილი ფოტომასალა  უნდა იყოს ფოტოამბავი, რომელიც, მაქსიმუმ, 10 ფოტოსგან შედგება. ფოტოებს თან  უნდა ერთვოდეს კომენტარები და მინაწერები  (ასევე უნდა იყოს მითითებული სახელი, გადაღების თარიღი და აღწერა). ფორმატი უნდა იყოს: მაქსიმუმ 5მბ, და 960 x 720-დან 5184 x 3456 dpi-მდე;
  4. მასალა უნდა იყოს ორიგინალური და მომზადებული უშუალოდ მონაწილის მიერ, ან მონაწილეს უნდა გააჩნდეს მასზე საავტორო უფლებები. მონაწილეობთ რა კონკურსში, ავტომატურად ადასტურებთ, რომ ვიდეოზე და მასში გამოყენებულ სხვა მასალაზე, მათ შორის მუსიკაზე, გაგაჩნიათ საავტორო უფლებები; ვიდეო არ უნდა შეიცავდეს ძალადობის ელემენტებს, არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და არ ლახავდეს სხვების უფლებებს; 
  5. საკონკურსო მასალა არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული;
  6. მონაწილე ადასტურებს, რომ მას აქვს დასტური ვიდეოში გამოჩენილი ადამიანებისგან, რომ გადაიღოს და გაავრცელოს მათი კადრები;
  7. კონკურსის ორგანიზატორებს უფლება აქვთ, გამოიყენონ საკონკურსო მასალა ონლაინ- თუ სხვა მედია-საშუალებაში ახლა ან მომავალში. მონაწილე კონკურსის ორგანიზატორებს ამ უფლებას განაცხადის შევსების დროს ანიჭებს;
  8. კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ დაბლოკონ ან არ მიიღონ მასალა, რომელიც უკანონოა, ან შეურაცხმყოფელია, შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი. ის მასალა, რომელიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, კონკურსიდან მოიხსნება;
  9. კონკურსის ორგანიზატორებს  ფოტოზე მინაწერებისა და სათაურის რედაქტირების, ასევე  ვიდეოს რედაქტირების ან ფოტოამბიდან რამდენიმე ფოტოს ამოღების უფლება აქვს; 
  10. მონაწილეებს ყოველ კატეგორიაში  მხოლოდ თითო მასალის წარადგენის უფლება აქვთ; 
  11. მიიღება როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური განაცხადები;  12. მოწოდებული მასალა ავტორს უკან არ დაუბრუნდება;
  12. კონკურსში ფოტო და ვიდეოკატეგორიაში გამარჯვებულებს ჟიურის წევრები აირჩევენ, ხოლო ერთი გამარჯვებული იქნება ის, ვისი ვიდეო, ფოტო ან ალბომიც Facebook-ის მომხმარებლების Like-ების უმრავლესობას დააგროვებს.

დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *